Saturday, February 13, 2010

მაზერი - გულის უღელტეხილი - მესტია


მიზანი: მარშრუტი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ და შეიგრძნოთ კავკასიონის და
სვანეთის ქედის მთელი სიდიადე. ბუნების მშვენება და მრავალფეროვნება.

მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 14 კილომერტი
მგზავრობის ხანგრძლივობა : 10 საათი
სიმაღლე ზღვის დონიდან :
საწყისი --- 1600 მეტრი
საბოლოო --- 1400 მეტრი
უმაღლესი წერტილი - 2850 მეტრი

გზის სახეობა: სამარხილე გზა, ბილიკი
სასურველი პერიოდი: 15 ივნისი- 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე, კლდეებზე, სამარკირე ლოდებზე
მარკირების სახე: წითელი და თეთრი ფერი



მარშრუტის დეტალური აღწერა
მარშრუტი იწყება ბეჩო-მაზერის საავტომობილო გზაზე სოფელ ბაგვდანარში ასახვევთან მდებარე მარკირებულ ქვასთან. მარშრუტის დასაწყისში მოჩანს „ მაზერის პიკი“, სამარხილე გზა კი სიმაღლისაკენ მიემართება. გზად იშლება მშვენიერი პეიზაჟები, საძოვრები და ხშირი ტყე. 2 საათის შემდეგ ნასოფლარი „ გული“ გვეგებება, რომელშიც სახლებისა და კოშკების ნანგრევებია შემორჩენილი. აქვე არის „ გული“-ს გაბრიელ მთავარანგელოზის სასწაულმოქმედი ეკლესია (IX_Xს). ეს ადგილი ზღვის დონიდან 1800 მერტია.
საათნახევრიანი შესვენების შემდეგ ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე ადიხართ, სადაც ხის პატარა კარვების, მწყემსებისა და მწველავების საზაფხულო სადგომი. ( აქ შიძლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება: რძე, მაწონი, კარაქი, ყველი --შესაბამისი ანაზღაურებით ).
გზის გაგრძელებისას გამოჩნდება მწვერვალები: „ უშბა“ (4700 მეტრი); მწვერვალი „ გულბა“ ( 3800 მეტრი); ხელისგულივით მოჩანს სვანეთის ქედი, მწვერვალი „ ლაილა“ (4100 მეტრი). მოძრაობა საცალფეხო ბილიკით გრძელდება უშბის მიმართულებით ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, ბილიკი იყოფა ორად. აქ გვხვდება სამარკირე ბოძი წარწერით „MESTIA „. 100 მეტრის მოშორებით ჩამოშლილი მთის რელიეფი კეტავს ბილიკს. აქვე არის მიმართულების მაჩვენებელი მარკირებული ბოძი, რომელიც მიგიყვანთ გულის უღელტეხილის მიმდებერე ქედზე, ქედიდან ხელმარჯვნივ ჩაყვებით ყველაზე დადაბლებულ ადგილამდე. გულის უღელტეხლი ზღვის დონიდან 2850 მეტრზეა. აქედან ხელმარჯვნივ ჩანს სოფელი ბეჩო, ხელმარცხნივ კი ლენჯერი, სვანეთის ქედი და კავკასიონის ცენტრალური ქედის მწვერვალები : მაზერი, უშბა, თეთნულდი, შხარა, გესტოლდა, კტინი, რუსთაველის პიკი, აილამა და სხვა.
ლენჯერისა და მესტიის ალპური საძივრების გავლის შემდეგ უღელტეხილიდან მოძრაობა გამოკვეთილი საცალფეხო ბილიკით „ ფუშყვერის“ ხეობისაკენ მიემართება. 30-45 წუთის შემდეგ გადაკვეთს ღელეს , სადაც ოდნავ მარჯვნივ მწყემსებისა და მწველავების საზაფხულო სადგომებია. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა. ამ ღელეს გადაკვეთა ბოგირი-ხიდით შეიძლება , რომლის შემდეგ პირდაპირ ჰორიზონტზე იშლება ჩამოშავებული ქედი, გზა მარჯვენა მიმართულებით გრძელდება, კარგად გამოკვეთილი საქონლის მიერ გატკეპნილ ალპურ ბილიკებზე.
2 საათიანი სიმაღლით სვლის შემდეგ , ზღვის დონიდან 2475 მეტრზე „ლამაჯა“-ა. აქ გადაიკვეთება საავტომობილო გზა და მარშრუტი გრძელდება ხელმარჯვნივ. ნახევარსაათიანი მოძრაობის შემდეგ აღმოჩნდებით ტბასთან ჩახა მჰ“, 15 წუთში კი „ კეისრი ლიცილ“-თან. ამ გზიდან კიდევ 15 წუთიანი სვლის შემდეგ საავტომობილო გზის მოსახვევთან, მაგრამ მარშრუტი გრძელდება პირდაპირ. გზად გაიშლება მწყემსებისა და მწველავების საზაფხულო სადგომი.( აქ შიძლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება: რძე, მაწონი, კარაქი, ყველი შესაბამისი ანაზღაურებით)
15-20 წუთის გზაზე აღმოჩნდებით კონუსის თავზე სახელწოდებით „ ცხაკვ-ზაგარი“, სიმაღლით 2070 მერტი. აქედან კარგად მოჩანს დაბა მესტია, მარჯვნივ ლენჯერი, ლატალი, მულახი, სვანეთის ქედი ბრწყინვალე პეიზაჟებით და ცენტრალური კავკასიონი თავისი დიდებულებით. გზა გრძლედება მარჯვნივ სამარხილე გზით, რომელიც ფოთლოვან ტყეში შედის, აქ კონუსისებრი ფერდის დახრილობაა. 1 საათის შემდეგ კი მესტიის ერთ ძველ უბანში ლეხთაგის თავში აღმოჩნდებით. აქ შეიძლება დაათავლიეროთ ხერგიანების ისტორიული ნამოსახლარი, ჩართოლანების ნამოსახლარის კომპლექსი. ჭ. ჩართოლანისა და ვ. სელას ქუჩის გავლით დაბა მესტიის ცენტრში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო აბრასთან აღმოჩნდებით.